ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი: საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ გიორგი გაბიტაშვილს

საქართველოს გენერალურ პროკურორს
ბატონ გიორგი გაბიტაშვილს
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.
განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.