ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი წარწერით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი წარწერით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
ჩამოხსნის პროცესს სამთავრობო „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და POS TV-ის ოპერატორები და ჟურნალისტების დაასწრეს.
ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა მხარდამჭერი ბანერი ამჯერად აივნიდან გადმოფინეს.
თეატრის ფასადზე კი ახლა „რუსთავი 2-ისა“ და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუსიკალური პროექტის ბანერია გაკრული.
როგორც თეატრის მსახიობებს განუმარტეს, ჩამოხსნის მიზეზი მუსიკალურის შოუსთვის პრომოს გადაღებაა.
„შუა საუბრის დროს, როდესაც ვთხოვდით, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ღირსების საკითხია, რომ იქნებ ანდროს ბანერს ხელი არ მოკიდოთ (მით უმეტეს გვერდებზე კიდებდნენ და ანდროს ბანერი შუაში ეკიდა), ამ საუბრის მომენტში ჩამოხსნეს, პრომო გვაქვს გადასაღები, ჩვენ რა ვქნათ, პროექტს ხელს ნუ უშლითო“, – ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა