ვასილ მაღლაფერიძე: გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ …

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ალასანია გახლეჩილ და გაყოფილ საქართველოზე საუბრობს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე წერს, „საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს“.

„საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ… თუმცა, გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა ქვეყნის დაქცევა უნდა!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: უბრალოდ ღირსების აყრა და საკუთარი გმირების შეურაცხყოფაა, როდესაც აგვისტოსა და აფხაზეთის ომში ნაომარი, სისხლში გასვრილი რუსი სამხედროები ჩამოდიან საქართველოში და ისვენებენ

მიხეილ სააკაშვილი – სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში – არანაირი ავტორიტეტი თქვენ არ გაქვთ, ხალხი გთვლით არაგულწრფელ გრანტიჭამიებად