პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასილი უტკინი გარდაიცვალა

52 წლის ასაკში ცნობილი რუსი საფეხბურთო მიმომხილველი და ბლოგერი ვასილი უტკინი გარდაიცვალა, - იტყობინება ჟურნალისტი ივან კარპოვი.
უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, უყვარდა ქართული ფეხბურთი და მედიაკლუბ "ეგრისის" მფლობელი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.