ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასილი ნებენზია - უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არარეალურია

ვასილი ნებენზია - უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არარეალურია

ამ ვითარებაში, უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უბრალოდ არარეალურია, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვქონდა მცდელობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ ვითარებაში, ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი უბრალოდ არარეალურია“, - აღნიშნა ვასილი ნებენზიამ.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო შეთანხმებების ფორმალიზების აუცილებლობაზე კომენტარის გაკეთებისას, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და დოკუმენტში არსებულ ფორმულირებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.