ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვასიკო და შალუტაშვილი ერთი ნაფოტისგან გამოთლილი სალამურები არიან“ – ლევან ლორთქიფანიძე

„ვასიკო და შალუტაშვილი ერთი ნაფოტისგან გამოთლილი სალამურები არიან“ – ლევან ლორთქიფანიძე

კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
„რამდენიმე კვირის წინ, ბ-ნი ვასიკო მაღლაფერიძე თავის უკანონო პოდკასტში მოთქვამდა: რა უნდათ საზმაუს პროტესტის მონაწილეებს? ეთერების დაგეგმვაში ხომ არ ჩაერთვებიან? მაგათმა პროფესიონალებზე უკეთ ხომ არ იციან ტელევიზიის სპეციფიკაო… ამიტომ პარტია შექმნან ან ხმა გაიკმინდონო.
კარგი, მაღალპროფესიონალური ეთერის დაგეგმვას ტექნიკის, ცოდნის გარდა სჭირდება პატიოსნება და სამართლიანობის განცდა.
ამ წამს პირველი არხის პირდაპირ ეთერში საუბრობს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, საუბრობს კომფორტულ გარემოში, ნაზად, ნარ-ნარნარად, ისე ვით ძილში…
პატიოსანი და სამართლიანობის შეგრძნების მქონე ჟურნალისტი, ტელევიზია ამავე ეთერში მოიხმობდა რომელიმე გარიცხულ სტუდენტს, თანაბრად გადანაწილებდა ორ სტუმარს შორის დროს და ადამიანებს მისცემდა მტყუან-მართლის დამოუკიდებლად განსჯის შესაძლებლობას.
მაგრამ ვასიკო და შალუტაშვილი ერთი ნაფოტისგან გამოთლილი სალამურები არიან, მათი განათლება და ხელოვნება გაფუჭებული რადიოს ხმას გამოსცემენ…
ყველა თქვენს მასწავლებელს, ალბათ, ეუხერხულება თქვენს გამო… ლილი იოსელიანის სული ცელს მოიმარჯვებს და საღამოს გამოგეცხადებათ!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.