"ვარჯიშზე ყველაზე დიდი დრო ამას დავუთმეთ" - რა თქვა პოლიტანომ "ბარსელონასთან" მატჩამდე?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "ბარსელონას" ესტუმრება. "პარტენოპეის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თერთმეტმეტრიანების შესრულებაზე ბევრი ივარჯიშა.
"ბარსელონას" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, პირველი მატჩის პირველ ნახევარში მეტოქემ დიდი პრობლემები შეგვიქმნა. თუ დაცვიდან ვითამაშებთ, დავისჯებით, რადგან "ბარსა" ყველაზე სახიფათო მაშინაა, როდესაც ბურთს ფლობს.
მატჩის წინ ყველაზე მეტად პენალტებზე ვივარჯიშეთ, თუმცა იმედი მაქვს, შეხვედრას ძირითად დროშივე მოვიგებთ", - განაცხადა პოლიტანომ.
აღნიშნული შეხვედრა 13 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.