ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარშავა მხარს უჭერს ტრამპის მოთხოვნას, ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ

ვარშავა მხარს უჭერს ტრამპის მოთხოვნას, ნატო-ს წევრებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა მხარს უჭერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5 პროცენტი დახარჯონ, თუმცა, კამიში იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს ამ მიზნის მისაღწევად.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პოლონეთის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ თავდაცვის ხარჯების გაორმაგებასა და იარაღის ყიდვაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„ტრამპის მიზნის მიღწევას კიდევ ერთი ათწლეული დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირს მისი კრიტიკა იმისთვის, რომ მან ნამდვილად ამბიციური მიზანი დასახა. [...] ჩვენ ბევრი ვიყიდეთ, მაგრამ ჩვენი ადგილი რუკაზე ინვესტიციებსა და აღჭურვილობის შეძენას უბრალოდ აუცილებელს ხდის“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.