ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის დედაქალაქში, ფესტივალზე „Warsaw Night Market“ გაიმართა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ფესტივალს, რომელიც პოლონეთის ღვინის ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციულად ათასობით ღვინის მომხმარებელი, ასევე ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდას.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის წარმართვის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 4,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2024 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15%-ს მიაღწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 8 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 14 ქვეყანაში 20 გამოფენა/ფესტივალსა და 145 დეგუსტაცია-სემინარზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.