ვარშავამ უნგრეთის ელჩი არ მიიწვია პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დაწყებისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე

ვარშავამ უნგრეთის ელჩი არ მიიწვია პარასკევ საღამოს გამართულ გალა კონცერტზე, რომელიც პოლონეთის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებას მიეძღვნა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ შესაბამის ნოტაში ამის მიზეზად ბუდაპეშტის მიერ კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტარ, მარცინ რომანოვსკისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება გახდა.
რომანოვსკი პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. 2024 წლის ბოლოს უნგრეთმა უარი თქვა მის ექსტრადიციაზე , დაპატიმრების შესახებ ევროპული ორდერის მიუხედავად. როგორც პოლონეთის რადიო იტყობინება, ბუდაპეშტის ამ ნაბიჯის გამო, პოლონეთის ელჩი კონსულტაციებისთვის ვარშავაში გაიწვიეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანჯეი შეინამ უნგრეთის ელჩს, იშტვან იიდარტოს ამ ღონისძიებაზე “არასასურველი ადამიანი” უწოდა. საზეიმო ღონისძიებაზე არც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიწვიეს.
2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი შეუდგა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობების შესრულებას, ნახევარი წლის ვადით. პოლონეთმა ამ როლში უნგრეთი შეცვალა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან