ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარკეთილში კორპუსის მშენებლობის გამო აიღეს და ახალ ლოკაციაზე გადააქვთ ჰაერის მონიტორინგის სადგური – “კაქტუსი”

ვარკეთილში კორპუსის მშენებლობის გამო აიღეს და ახალ ლოკაციაზე გადააქვთ ჰაერის მონიტორინგის სადგური – “კაქტუსი”

ვარკეთილში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო აიღეს იაპონიის მიერ ნაჩუქარი სადგური, რომელიც ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს გამოცემა “კაქტუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული წერილის საფუძველზე.
სააგენტოს პასუხი “კაქტუსის” კითხვაზე, თუ რატომ არ ფუნქციონირებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ვარკეთილის სადგური:
“ვარკეთილში სადგურის თავდაპირველი განთავსების ადგილის სიახლოვეს დაიწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შექმნილი მდგომარეობით ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ევროკავშირის ჰაერის დირექტივით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის განთავსების კრიტერიუმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეირჩა ახალი ლოკაცია – ვარკეთილის 3, IIIა მ/რ, No325-ის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ამ ეტაპზე სადგურზე მიმდინარეობს გარკვეული ტექნიკური სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.”
კაქტუსის თანახმად, სადგურის ღირებულება თითქმის მილიონი ლარია( 825 371 ლარი) და ის საქართველოს იაპონიის საელჩომ 2016 წელს აჩუქა. სადგური ვარკეთილში, იმავე წლის 15 ივლისს, დაამონტაჟეს იაპონელმა ინჟინრებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.