ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე” – დავით ქართველიშვილი

,, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე” – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელსაც ტრაგიკულად დაეღუპა ვაჟიშვილი, ბუკა პეტრიაშვილის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,ბაჩოს ტრაგედიაზე თანაგრძნობის პირველი გზავნილი მივიღე შალვა ნათელაშვილისგან – მანამდე არც ერთი პირადი გადაკვეთა არ გვქონია. პანაშვიდის დროს გვერდიდან არ მომცილდა რუსუდან თევზაძე. მაშინაც და დღესაც – სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში ვიყავით და ვართ. მაგრამ ქართველობა და ადამიანობა ყველას გადაგვარჩენს საბოლოო ჯამში. არ ვიცნობ პირადად არც ბუკა პეტრიაშვილს, მასთანაც “ბარიკადების” სხვადასხვა მხარეს ვართ. მაგრამ, ისევე როგორც საკუთარ ტრაგედიას – ისე ვიღებ და ისე ვუთანაგრძნობ. შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.