ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ - არსებული ინფორმაციით, ისინი ალკოჰოლური სასმელის ქურდობას ცდილობდნენ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ერთ-ერთ სუპერმარკეტში არასრულწლოვნები მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანმა ალკოჰოლური სასმელის ქურდობა სცადა, რისი აღკვეთაც მაღაზიის თანამშრომლებმა სცადეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, მათ არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი ფაქტის შემდეგ, მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.