ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაჟა სირაძე - პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, არ არის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტონ - მათ არავინ მისდევს და ავიწროებს, უბრალოდ პროტესტი პარლამენტის წინ მშვიდად გამოხატონ

პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, არ არის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტონ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
ვაჟა სირაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მიზანია, რომ აქციის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტი მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ განაგრძონ.
„შეუძლიათ პარლამენტის წინ დადგნენ და გააპროტესტონ. გზის სავალი ნაწილიდან გადმოვიდნენ და შეუძლიათ დადგნენ სადაც უნდათ. როგორც მათი რაოდენობა იქნება, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. უბრალოდ ვესაუბრებით აქციის მონაწილეებს, რომ მშვიდ ვითარებაში, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი პარლამენტის წინ, არავინ უშლით.
ჩვენი მიზანია, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ მისდევს და ავიწროებს, უბრალოდ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.