ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას პოლიციასთან აფილირებული ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
ცნობები იმაზე, რომ ვაჟა სირაძე თანამდებობას ტოვებდა, ჯერ კიდევ 28 მაისს გავრცელდა, თუმცა შსს ამას არ ადასტურებდა.
მას შემდეგ, რაც 28 მაისს, „ოცნების“ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმაც („ხარებამ“) დატოვეს.
ამ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძეა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.