ვანის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დაზარალდა მოსახლეობა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ძლიერმა წვიმამ ვანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფელ უხუთში მძიმე ტექნიკა დილიდან უწყვეტად მუშაობდა და ცენტრალურ გზას ჩამოსულ მიწის მასისგან ასუფთავებდა. ამ მონაკვეთზე, საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო, დღის მეორე ნახევრიდან კი მოძრაობა აღდგა.
უხვმა ნალექმა ვანში მოსახლეობაც დააზარალა. სოფელ შუამთაში, გვიან ღამით მდინარე ყუმური ადიდა. წყალმა ადგილობრივების ეზოებში შეაღწია, დაიტბორა სარდაფები. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სამტრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდიც დააზიანა. სტიქიის ზონაში დილიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლებიც.
ძლიერი წვიმის და ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო მოძრაობა კონკრეტულ მონაკვეთებზე შეფერხებული იყო. ქუთაისი-ალპანა -მამისონის უღელტეხილზე ქვის ცვენის გამო გადაადგილება დროებით აიკრძალა. შეზღუდვები დაწესდა -ახალციხის გზაზეც, სადაც გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოვიდა.
ბოლო ინფორმაციით, ყველა რთულ მონაკვეთზე ახლა მოძრაობა აღდგენილია. მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა, გუდაური-კობის საავტომობილო მონაკვეთზეც. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხოლოდ საჩხერე-რაჭის და -ნინოწმინდის მიმართულებით რჩება ნაწილობრივ აკრძალვები. იქ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები კვლავ ვერ გადაადგილდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან შემცირდება ნალექი და ტემპერატურაც მოიმატეს. სპეციალისტები ცივი ჰაერის მასების გავრცელებას 10 იანვრიდან კვლავ პროგნოზირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება