ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვანდალიზმი რეაბილიტაციის ნაცვლად | ქოროღოს კოშკი პირვანდელი ფორმით ვეღარ აღდგება

ქოროღოს კოშკის ავთენტიკურობა სამუდამოდ დაკარგულია - 10 საუკუნის წინანდელი ძეგლი ვეღარასდროს აღსდგება პირვანდელი ფორმით -ასეთია ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა იმ ძეგლთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც პოსტ ფაქტუმმა ორიოდე კვირის წინ გიამბოთ. სწორედ ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ დაინტერესდნენ ექსპერტების ძეგლის ბედით და საგანგაშო დასკვნებამდეც მივიდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მომხდარს არ აღიქვამს როგორც დანაკარგს. რეალურად კი რეაბილიტაციის ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან დაკვეთილი ვანდალიზმი მივიღეთ, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში გაანადგურა ძეგლი, რომელიც მთელი ათასი წლის განმავლობაში იგერიებდა მტერს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.