ვალუტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ცვლიან აშშ დოლარში - TOP 10

საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე - ფორექსი - ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი ივაჭრება. აშშ დოლარი ვალუტის გაცვლის ტრანზაქციების 88%-ში მონაწილეობს და მსოფლიო სავალუტო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა საინტერესოა, რომელ ვალუტებს ცვლიან აშშ დოლარში ყველაზე ხშირად?
Visual Capitalist სწორედ ამ რეიტინგის ვიზუალიზაციას აქვეყნებს, რომელიც New York Fed-ის 2024 წლის აპრილის ფორექსის ჩრდ. ამერიკის ანგარიშს ეფუძნება.
ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ, $93.3 მილიარდი ამერიკული დოლარი ივაჭრება, ნომერ პირველი ვალუტა კი ევროა. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
ვალუტა - ტრანზაქციების დღიური მოცულობა ($ მილიარდი)
· ევრო - 93.3
· იაპონური იენი - 72.3
· კანადური დოლარი - 45.5
· ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 42.7
· ავსტრალიური დოლარი - 20.0
· მექსიკური პესო - 25.6
· შვეიცარიული ფრანკი - 18.6
· ჰონგკონგის დოლარი - 15.7
· სინგაპურული დოლარი - 11.2
· ჩინური იუანი - 10.6
წყარო: BM.GE
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.