არქივი9 იანვარი, 2024, 23:51
ვალვერდეს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ სურს
"რეალის" 25 წლის ურუგვაელმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ განაცხადა, რომ გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
"ახლა ჩემი საუდის არაბეთში გადაბარგება შეუძლებელია. ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვიმყოფები. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. დამატებით 10, 20 ან 30 მილიონი ჩემს ცხოვრებას არ შეცვლის. მინდა, ყველაზე მაღალ დონეზე გავაგრძელო ასპარეზობა", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".
ვალვერდე "რეალის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, ამ სეზონში 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი კი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.