ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპის დამოკიდებულება, რომ რუსეთისაა, ძალიან სახიფათო პრეცედენტია – ვერცერთი სერიოზული მოთამაშე ამას მხარს ვერ დაუჭერს

ტრამპის დამოკიდებულება, რომ რუსეთისაა, ძალიან სახიფათო პრეცედენტია – ვერცერთი სერიოზული მოთამაშე ამას მხარს ვერ დაუჭერს , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“.
როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რთულ ვითარებაშია, რადგან მას ახლა ძალიან ესაჭიროება გამარჯვება და პროგრესი, მაგრამ მისი პოლიტიკის შედეგად მიღწეული რაიმე პროგრესი ძალიან რთული დასანახია.
„ამერიკა არის გლობალური მოთამაშე ნომერი – 1. ამერიკა დიადი ვერ გახდება, თუ არ შეინარჩუნა გლობალური მოთამაშე ნომერი 1-ის როლი. ახლა კი გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, რომელი ბარბაროსული ომიც რუსეთმა წამოიწყო, ამერიკა, როგორც გლობალური მოთამაშე ნომერი 1 უთმობს რუსეთს, რომელიც არის გლობალური მოთამაშე შეიძლება 4 ან 5.
-მა თუ დაკარგა გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში საკუთარი გავლენები და თუ ის ჩაანაცვლა რუსეთმა და ჩინეთმა, უფრო ევროპა ჩაანაცვლებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში განვითარების ამ კონტექსტში აშშ ვერ გახდება დიადი, რაც პრეზიდენტ ტრამპის მთავარი იდეაა.
ტრამპი რთულ ვითარებაშია იმიტომ, რომ ძალიან ესაჭიროება გამარჯვება და პროგრესი. ახლა ძალიან რთული დასანახია მისი პოლიტიკის შედეგად მიღწეული რაიმე პროგრესი, იქნება ეს სატარიფო ომები თუ დაპირისპირება ევროკავშირთან. ხშირად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გამოსტაცოს ჩინეთს და დაიახლოოს. ჯერ ერთი, ისეთ არაპროგნოზირებადი პარტნიორი, როგორიც რუსეთია, რაში ჭირდება ამერიკას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გამოგლიჯოს ჩინეთს, ევროკავშირს უბიძგებს ჩინეთისკენ. ამ სატარიფო ომების შედეგებიდან ასე გამოდის“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად