ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაკოს გოლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა...

ვაკოს გოლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა...

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანი" ავსტრალიურ "ცენტრალ ქოუსთ მარინერს" შინ, ჯინანის "ლუნენ ბიგზე", ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს - 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ.
შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისია, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი წინ
გაიყვანა.
აზიური და ევროპული ჩემპიონთა ლიგის შესახებ წაიკითხეთ აქ -

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.