ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება – „თბილისი ენერჯი“

თბილისში, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტის გაზით მომარაგება დასრულდება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და დღეს დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. ეს ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე