ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაკეში, ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

ვაკეში, ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი გარდაიცვალა

გუშინ, 21 დეკემებრს, ვაკეში გაჩენილ განძრას მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების 42 წლის ლეიტენანტი, გიორგი ლელაშვილი კედლის კედლის გადმოგნრევის შედეგად გარდაიცვალა.
“გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი თბილისში, ჭავჭაბაძის გამზირზე გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა. კორპუსის ბოლო სართულზე გაჩენილ ცეცხლი ფართო მასშტაბზე გავრცელდა. კორპუსში საცოხვრებელ სახლებთან ერთადც კომერციული ობიექტებია განთავსებული. მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.