ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაკეში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

11 მარტს ვაკეში, „აქსის თაუერსში“, „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 500 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული და წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქცია.
გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „გორგიას“ პარტნიორები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ფილიალების გახსნასა და ინვესტირებას. ეს ჩვენთვის რიგით მე-12 ფილიალია. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე „გორგიას“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ფილიალი ვაკეშიც გახსნილიყო. ჩვენს ერთგულ მომხმარებელებს ახლა უკვე ვაკეშიც შეუძლიათ შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით,“- განაცხადა „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ.
კომპანიის გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე ფილიალში 50-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით. კომპანიის ოფისები მდებარეობას, თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში.
საკონტაქტო პირი:
ნინა ოქროპირიძე
მობ: +995 555 704 717
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.