ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე, ავარია მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტობუსის მძღოლი და სამი მგზავრი.
როგორც ფოტოზე ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფოც. თუმცა ნეტგაზეთს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ მომხდართან დაკავშრებით. ავარიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ შსს-სთანაც, თუმცა უწყების პრესსამსახურში ამ ეტაპზე ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფოტო: FB / თემო დოლიძე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.