არქივი4 აპრილი, 2026, 20:49
ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.