ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვაზისა და ღვინის სამართალი“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება

„ვაზისა და ღვინის სამართალი“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აუდიტორია - 602), სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრ ნატო ტაბუცაძის წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას კსუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიება 21 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება.
„აღნიშნული ნაშრომი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე გამოიცა, ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს, რომლებიც ვრცელდება მევენახეობისა და მეღვინეობის მთელ ციკლზე: ვაზის განაშენიანებიდან პროდუქციის რეალიზაციამდე.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისა და მომხმარებელთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ნაშრომში გამოყენებულია შედარებითი სამართლის პრინციპები. გამოცემა თანაბრად საინტერესოა როგორც ვაზისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე მოქმედი და მომავალი იურისტებისთვის.
გამოცემის პრეზენტაციაზე სამუშაო პროცესსა და შინაარსობრივ დეტალებზე ისაუბრებენ წიგნის ავტორები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.