პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 15 ივლისიდან 4 აგვისტომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.