პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, საგზაო სამოსი მოწყობილია 17 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას.
გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმართულებით.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.