ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშეწყობას” - დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო “შუა დერეფანში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამიტომ DFC-მ ფოთის პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია ჩადო.
“ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს “შუა დერეფანში”, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC-მ), შავ ზღვაში ფოთის პორტის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვის, გამტარუნარიანობა. ჩვენ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებისთვის ხელშეწყობას გავაგრძელებთ”, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ცნობისთვის, ახალი საზღვაო ნავსადგური ფოთში 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. იგი საქართველოს საზღვაო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღწევდა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ დააფინანსა, რაც DFC-ის მიერ რეგიონში გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.