ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ვინაიდან ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით დააკვირდებიან.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.
უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სახელით“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და მისი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან