ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე: ახალი ბრალი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის დახურული სასამართლოდან სკანდალურმა ინფორმაციამ გამოჟონა - დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე პროკურატურის მოწმემ, ასევე ბრალდებულმა გივი ჯიბლაძემ თქვა, რომ "ქოლ-ცენტრებს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა".
აღნიშნა ასევე, რომ ფარცხალაძე მფარველობდა, ე.წ. "კრიშავდა" [ქოლ-ცენტრებს] და შემდეგ, როდესაც მოვიდა პრემიერად ღარიბაშვილი, ღარიბაშვილმა "გაწია" ფინანსთა საგამოძიებო სამსახური და მან ჩაიბარა ეს "ქოლ-ცენტრები" - სრული აბსურდი", - ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე.
სხდომის დასრულების შემდეგ, "პირველებმა" ღარიბაშვილის შესახებ კითხვა გივი ჯიბლაძესაც დაუსვა. ბრალდებული, რომელიც მოწმეთა დაცვის სიაშია და სახელმწიფო დაცვით გადადგილდება, ამტკიცებს, რომ პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი "ქოლ-ცენტრების" მფარველობის კონტექსტში არ უხსენებია. მისი მტკიცებით, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი ჯგუფი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.