ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. პროკურატურა ჩხრეკას ატარებს ისანში, ჰოლ-ბრუკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაშიც.
ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის იურისტები.
ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, გამოძიება 194-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
"სასამართლო განჩინებაა გაცემული ჩხრეკის თაობაზე. მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით ანუ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ფულის გათეთრება, მეორე კი 180-ე მუხლი ანუ თაღლითობა," - ლიკა ბითაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.