ე.წ. ტრიო და ნებისმიერი სხვა ფორმატი მაშინ დაიშალა, როდესაც, ჯერ კიდევ შარშან, უნგრეთმა თქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს – გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირში უკრაინაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე – მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ უკრაინის საკითხზე არსებული უთანხმოება საქართველოზე არ აისახება.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღარ არსებობს ე.წ. ტრიო, საკითხი დღის წესრიგიდან მაშინ მოიხსნა, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა.
“ეს ე.წ. ტრიო და ნებისმიერი სხვა ფორმატი მაშინ დაიშალა, როდესაც, ჯერ კიდევ შარშან, უნგრეთმა თქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს. უნგრეთი არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და, ასევე, ძალიან დიდი გავლენის მქონე ევროკავშირში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ევროკავშირი და უნგრეთი თუ რაღაცაზე საუბრობენ და თანხმდებიან, ისინი შეთანხმდებიან. პირველ რიგში, ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას