ე.წ. საგამოძიებო კომისია ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან – გიორგი სიორიძე

ე.წ. საგამოძიებო კომისია ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან – გიორგი სიორიძე
პარლამენტში დროებითისა საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართება.
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია ამჯერად აფრასიძეებისა და ბუტა რობაქიძის საქმეს განიხილავს. კომისიის კითხვებს აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი და ბუტა რობაქიძის მამა უპასუხებენ.
სხდომაზე დაბარებულები არიან ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე, ისინი მისვლას არ აპირებენ.
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე განმარტავს, რომ, ამ კომისიის მუშაობით, უმრავლესობის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობენ.
“ე.წ. საგამოძიებო კომისია, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში შექმნილი, ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში – უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.
პირველ პოლიტიკურ ლიდერებს, ვისაც იბარებენ, არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ეს იმას ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობა”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”