ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის მი­მართ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა. სა­უ­ბა­რია, ე.წ. სა­ბო­ტაჟ­სა და უცხო ქვეყ­ნის­თვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლო ვა­შა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2025 წლის 6 ნო­ემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ნიკა გვა­რა­მი­ას, ნიკა მე­ლი­ას, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ბო­ტა­ჟი­სა (318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით - 2-დან 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა) და უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის (319-ე - 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა) მუხ­ლე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სა­პა­ტიმ­რო 23 იან­ვარს და­ტო­ვა. მას სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი 7-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა ამო­ე­წუ­რა. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.