არქივი16 აპრილი, 2024, 07:25
ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე განსახილველად დღეს გავა.
16 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, როგორც პაპუაშვილმა თქვა, დღის წესრიგს მიჰყვებიან.
სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ უშვებენ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებსაც „დოგმატური არგუმენტები“ აქვთ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.