ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?

ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის რესურსი არ აქვს.
„ე.წ. ოპოზიციას ნულოვანი რესურსი აქვს. ვერ თანხმდებიან ვერცერთ საკითხზე. იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით [ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს] თუ გირაო ექნებოდა, უნდა გადაეხადათ თუ არა ეს თანხა. ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? ეს ხალხი შეთანხმდება 11 მინისტრზე? ამიტომ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ მათი მიზანი არა ქვეყნის მართვაა, არამედ, მათი მიზანია უცხოელ პატრონებს დაუჯერონ და რასაც ისინი აკეთებინებენ უკრაინის ხელისუფლებას, იგივე გააკეთებინონ აქაც. რომ ამბობენ, ჯამში ამდენი და ამდენი ხმა აიღო ოპოზიციამო, ახლა იმის ნახევარიც აღარ ექნებათ, რადგან მათ თავიანთი ამომრჩეველი „გადააგდეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: არიან ევროპაში საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენს იდიოტებთან, ცვილის ფიგურებთან და მათი მუზეუმის დირექტორ, ქალბატონ „მადამ ტიუსო“ – ზურაბიშვილთან საქმეს არ დაიჭერენ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით