ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ

“ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ.
„ოქტომბერში შევა წესით შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
26 სექტემბერს საქართველოს იუსტიციისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა, “ოცნების” დეპუტატმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულების გამოსავლენად მომზადდა, გამოყენებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად.
„ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. ჩაატარა 46 სხდომა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკითხა 139 ადამიანი. ანგარიში, რომელიც თეა წულუკიანის კომისიამ ექვსთვიანი მუშაობის შედეგად შექმნა, 460-გვერდიანია (დანართების გარეშე) და ხუთი თავისა და ასზე მეტი ქვეთავისგან შედგება. დამატებით, დანართების ნუსხა კიდევ ათ გვერდზე მეტია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა