ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატის განცხადებით, ამჯერად ის მოწმეები გამოიკითხებიან, რომელთა დაშვებაზეც პირველმა ინსტანციამ უარი განაცხადა.
უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ გიორგი ვახტანგაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ გიორგი ვახტანგაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.