ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. “დონეცკის რესპუბლიკამ“ კობა ხაბაზს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის”  უზენაესმა სასამართლომ 58 წლის საქართველოს მოქალაქე კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.
„სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, ხაბაზის დაუსწრებლად მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კობა ხაბაზი იყო პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან, ამჟამად წარმოადგენს ოპოზიციურ კოალიციას “ცვლილებებისთვის“ და აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში თბილისში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.