ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე

ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე
ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას.
იგი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
„ფაქტების ერთობლიობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა აგრესია, შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა ის მძიმე მემკვიდრეობა, რასაც ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია.
რასაკვირველია, აბსოლუტურად შეუსაბამო იყო შემდეგი ქმედებები, როდესაც რუსეთს ყველა სტრატეგიული ობიექტი გადააბარეს და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში და სხვა სტრუქტურებში კომფორტული ვითარება შეუქმნეს. ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ამაში დამნაშავეები იყვნენ ქართველი სამხედროები, რომლებმაც ამასთანავე გამოიყენეს აკრძალული იარაღი ამ საომარი მოქმედებების დროს.
დღეს გრძელდება აი, ეს საქმიანობა, ნაკლები რესურსით, სახელისუფლებო რესურსი მათ არ გააჩნიათ, მაგრამ სხვა ძალების გამოყენებით, რაც საქართველოს უქადის შეუქცევადი, დესტრუქციული პროცესის განვითარებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც