“ექსტრადიცია იქნებოდა ყველაზე სწორი გზა – შეწყალების ერთი აქტი ვერ მოხსნის ყველა პრობლემას” – ბესელია

მე არ ვიცი ფინალი, ეს არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტის ნაწილი და ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც ვერ შეცვლის მთლიანად სასამართლოს გადაწყვეტილებას – ერთი შეწყალების აქტი ვერ მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს. მთავარი თემა აქ არის სასამართლო, რომლის ხელშია ეს გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, აქ რომ მიუკერძოებლობის ტესტს ვერ აბარებს სასამართლო ამიტომაც არის ამდენი ხინჯი და უკმაყოფილება.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, უდავოა ერთი რა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ კამპანიას ვერ ეწევა საქართველოში, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას აწყობს, რომ მას ეს მუდმივად სალაპარაკო თემა ჰქონდეს – სააკაშვილი – ივანიშვილი, აბა, რომელი სჯობს. ექსტრადიცია იქნებოდა ყველაზე სწორი გზა, როგორც ვიცი, იყო ეს მოთხოვნა (უკრაინიდან), მნიშვნელოვანი გზაა, მათი მოქალაქეა და თვითონ გადაწყვეტენ მის ბედს,“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…