ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ექსპერტთა საბჭო უვნებელია და აიათოლას მემკვიდრის ვინაობა ცნობილი მალე გახდება"

"ექსპერტთა საბჭო უვნებელია და აიათოლას მემკვიდრის ვინაობა ცნობილი მალე გახდება"
"ექსპერტთა საბჭო უვნებელია და აიათოლას მემკვიდრის ვინაობა ცნობილი მალე გახდება" | ინფორმაციას ირანული სააგენტო Fars წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ქალაქ ყუმში ექსპერტთა საბჭოს შენობაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიში "წარუმატებელი აღმოჩნდა" და "თავდასხმის მომენტში შენობაში კენჭისყრა არ მიმდინარეობდა.“ თეირანი აცხადებს, რომ ახალი უზენაესი ლიდერის ვინაობა, შესაძლოა, ცნობილი ძალიან მალე გახდეს
🔻 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაარტყა შენობას, სადაც ირანის უმაღლესი საბჭოს 88 წევრი ხამენეის მემკვიდრეს ირჩევდა. „მათ მიზანში ამოიღეს შეხვედრა თეირანში, სადაც ხელმძღვანელობის გადარჩენილი ნაწილი ახალი უმაღლესი ლიდერის შესარჩევად იყო შეკრებილი. ეს მიუთითებს ისრაელის დაზვერვის შესაძლებლობებზე ამ ომში" - თქვა Fox News-ის რეპორტიორმა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ პირველივე შეტევისას ირანის 49 უმაღლესი რანგის ლიდერი მოკლეს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.