ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექსპერტებმა "ძლიერი საქართველოს" ეკონომიკური პროგრამა განიხილეს

ექსპერტებმა "ძლიერი საქართველოს" ეკონომიკური პროგრამა განიხილეს

200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარიანი პენსია, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა, კაპიტალის ბაზრის სწორი განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საბანკო რეგულირების პოლიტიკის გადასინჯვა და საფონდო ბირჟის ინტეგრაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, - ამ საკითხებზე დღეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ლევან ცუცქირიძესთან ერთად, გაერთიანების ცენტრალურ შტაბში შეკრებული ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა-დისკუსიას, რომელიც "ძლიერი საქართველოს" ეკონომიკური პროგრამის ირგვლივ გაიმართა, ცნობილი ქართველი ექსპერტები, გიორგი ქადაგიძე, რომან გოცირიძე, მარინა გულედანი, არჩილ იაკობაშვილი და ოთარ აბესაძე ესწრებოდნენ.
ექსპერტთა მხრიდან დასმულ კითხვებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პასუხობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.