არქივი23 ოქტომბერი, 2025, 22:12
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მანამდე მან სასამართლოს მიმართა:
"არ მინდა დაუშვათ შეცდომა, არ მინდა, თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას",- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შსს ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.