ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ

ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ

ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, მას აეროპორტთან თავს დაესხნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, პირებმა, რომლებმაც მასზე იძალადეს, თავი პოლიციელებად წარუდგინეს.
„აეროპორტიდან ამეკიდა ბოლო მოდელი შავი პრადო და ტაქსის გზა გადაუჭრა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო - კარი გამოაღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი. ტერორისტები არიან, შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს“,- განაცხადა გიორგი ახობაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.