ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

ექიმი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ყიფშიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ფეისბუკზე.
ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და მეგობარი იყო.
სააკაშვილის ცნობით, ყიფშიძე შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
ექიმი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძის გარეშე საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა - „ემერჯენსი“ - „ვერ იქნებოდა იმ ფორმით, როგორიც არის, ვერ იქნებოდა 3-ჯერ შემცირებული სიკვდილობა და ძალიან ბევრი ინოვაცია“.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.