ექიმი მზია ამაღლობელზე: “საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება გართულება იყოს”

“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დღეს და ხვალ სავარაუდოდ მათ კლინიკაში დარჩება დამატებითი კვლევბის ჩატარების მიზნით. ამის შესახებ ექიმმა ტვ პირველს განუცხადა და დასძინა, რომ ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გაკრვეული გართულებები.
“ახლა ვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების გაგრძელება და ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება უკვე მიცემული აქვს, რომელიც სრულდება და რაზეც თანხმობას აცხადებს და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.
კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ზოგადად, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს.
რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება რაღაც გართულება იყოს. შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე გავლენას ახდენს”, – თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად 26 დღეა შიმშილობს. ის კლინიკაში კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს გადაიყვანეს. მისი პოზიციაა, რომ კვლევების ჩატარების შემდეგ სურს ციხეში დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო