არქივი3 დეკემბერი, 2024, 15:08
ექიმის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს

ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
„12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები,“ - განაცხადა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.